|
2018-02-19 12:43:56, 1744 ნახვა
კომენტარი
დოლიძე მეთოფიშვილზე: როდესაც მოსამართლე ასე ექცევა კოლეგას, წარმომიდგენია როგორი სტანდარტით ასამართლებს ის ადამიანებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც დოლიძე 2008 წელს რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაცია, რომელთანაც ის თანამშრომლობდა ჰოლანდიაშია რეგისტრირებული. "ორგანიზაცია, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი, არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული, რომლის ამოცანაც იყო და არის რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის. უმეტესი საქმეები ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ ამ ორგანიზაციის მიერაა წარმოებული. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლე დადის ჭორაობის დონეზე. როდესაც ეს მოსამართლე ასე ექცევა კოლეგას, წარმომიდგენია როგორი სტანდარტით ასამართლებს ის ადამიანებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, თუ რა სავალალო მდგომარეობაცაა ჩვენს სასამართლოში და რამდენად სწრაფად სჭირდება მას რეფორმები. ეს არის ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს იმავე ხაზს, რაც მანამდე იყო. ეს არის შავი პიარკამპანია იმისთვის, რომ ყურადღება გადატანილ იქნეს იმ პრობლემებიდან, რომელიც აქვს მართლმსაჯულებას. ეს არგუმენტი არის პირდაპირი გაგრძელება 2015 წელს ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაჟღერებული სიცრუისა”, - განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბწოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. "ქალბატონი ანა დოლიძე თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა. ამ პერიოდში, როდესაც ის აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, ამ ორგანიზაციას აქვს შეტანილი სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა იუსტიის უმაღლესი საბჭოს წევრმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)