2018-02-19 12:05:35, 3772 ნახვა
მსოფლიო
ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე იგივე „ასლან ბათუმსკი“ საქართველოში იქნება ექსტრადირებული (ვიდეო)
ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე საქართველოში იქნება ექსტრადირებული, - ამის შესახებ PrimeCrime იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 18 თებერვალს ქობულაძე იგივე ასლან "ბათუმსკი" ქალაქ კემეროვოს კოლონიიდან გათავისუფლდა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტოს თანამშრომლებმა მას შეატყობინეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მისი დარჩენა არასასურველია.
დეპორტაციამდე, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება, ე.წ. კანონიერ ქურდი სპეციალურ დაწესებულებაშია მოთავსებული, რომელიც არალეგალი მიგრანტებისთვის არის განკუთვნილი.
"დეპორტაციის ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიმართულება საქართველოა, სადაც ქობულაძე იძებნეა, როგორც ე.წ. კანონიერი ქურდი. თუ ქართული მხარე დროულად წარადგენს ყველა შესაბამის დოკუმენტს, მაშინ ასლან ქობულაძეს საქართველოში გააძევებენ და მას ახალი ახალი სასჯელი ელის", - წერს PrimeCrime.
ავტორი: ,