|
2018-02-19 10:30:45, 971 ნახვა
რეგიონი
ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში სატყეო საქმის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა დაინერგა
ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში “ოპიზარი” სატყეო საქმის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა დაინერგა. სატყეო სექტორის სპეციალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მიადგილე ნათია იორდანიშვილი შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, 2017 წლიდან განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. კოლეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც აუცილებელია სატყეო საქმის ეფექტური სწავლებისთვის. კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად დარგვის აქციაც გაიმართა. ღონისძიებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება “GIZ”-ს სატყეო ექსპერტი ერიხ მიისი და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)