|
2018-02-18 15:00:32, 2505 ნახვა
მსოფლიო
კიევში პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში მიმდინარეობს
კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით ოპოზიციის მომხრეთა მარში მიმდინარეობს. აქციაზე, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების გარდა სხვადასხვა ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებიც იმყოფებიან. მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტია. ისინი სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებას აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. მარშის გამო, კიევის ცენტრში რამდენიმე ქუჩაა გადაკეტილი. ჩაიკეტა ცენტრისკენ მისასვლელი რამდენიმე მეტროსადგური. ხელისუფლების განცხადებით, დაკეტილი მეტროსადგურები შესაძლოა დანაღმულია და მათი შემოწმება მიმდინარეობს. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ხელს უშლის, რათა მათ აქციაზე მოსვლა შეძლონ. მარში შევჩენკოს პარკიდან უნდა დაწყებულიყო და მაიდანზე აქციით გაგრძელებულიყო, თუმცა მეტროსადგურების ბლოკირების გამო, ორგანიზატორებმა აქციის ჩატარების ადგილი შეცვალეს და მხარდამჭერებს მიხაილოვის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდეს. უკრაინიდან გაძევების მიუხედავად, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე უარი არ თქვა. ორი კვირის წინ გამართულ მარშზე მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ ის 18 თებერვლამდე გადამდგარიყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)