|
2018-02-17 17:55:11, 2497 ნახვა
მსოფლიო
„ბევრნი უნდა ვიყოთ“ - სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს, ხვალ დაგეგმილ აქციაზე გამოვიდნენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, ხვალ დაგეგმილ ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობა მიიღონ. ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობამ პეტრო პოროშენკო და მისი ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა გადააყენოს. "ხვალ ხელისუფლების გადადგომისა და შეცვლის მოთხოვნით მარში გვექნება. თავად პოროშენკო და მთლიანად მისი გუნდი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაიქცა. პრეზიდენტი, ისე იქცევა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე. უკრაინის ყველა პრობლემის ფონზე, ჩვენ მშვიდობიანად უნდა ჩამოვაშოროთ ისინი ხელისუფლებას და დავამყაროთ წესრიგი. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა და პოზიტიური პროგრამა იმისთვის, რომ უკრაინა უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ ამისთვის ბევრნი უნდა ვიყოთ. სწორედ იმის გამო გამომაძევეს, რომ ყველაზე მეტად თქვენი გამოსვლების ეშინიათ. ერთადერთი, რისიც ეშინიათ, მოქალაქეების მასობრივი მშვიდობიანი პროტესტია, საკუთარი მოქალაქეების რისხვა. ხალხი კი, მილიონობით გამოვა. ველოდები იმ მომენტს, როდესაც შევძლებ, რომ შემოგიერთდეთ. დღეს მოგიწოდებთ მათი თამაშის წესებით არ ითამაშოთ. მათ შეძლეს ჩემი გაძევება, მაგრამ ვერ შეძლებენ ყველა ადამიანის გაძევებას. ნუ გეშინიათ - ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)