|
2018-02-17 13:46:46, 2465 ნახვა
მსოფლიო
დუმის დეპუტატი: აშშ-ში ჩვენი მოქალაქეებისთვის ბრალის წარდგენა, კრიმინალური კომედიიდანაა სახელწოდებით „პუტინის 13 მეგობარი“
სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი რუსეთის 13 მოქალაქის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ბრალდებას გამოეხმაურა და მას ბოდვა უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული ბრალდება დასავლეთში არსებული ანტირუსული ისტერიაა. "რუსეთის 13 მოქალაქის მიმართ გაჟღერებული ბრალდება, რომელიც თითქოს და, აშშ-ის არჩევნებში ჩარევას ეხება, ანტირუსული კამპანიის ნაწილია, რომელცი დასავლეთში ყვავის. ეს არის სისულელე და ბოდვას გავს. როგორც შეეძლო 13 ადამიანს ექონია გავლენა 300 მილიონ ადამიანზე, რომლებმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს, როგორ შეძლეს მილიარდი დოლარის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არჩევნებში იყო ჩადებული?! ისტორია, ალბათ, ჰოლივუდის კრიმინალური კომედიიდან არის პერიფრაზირებული სახელწოდებით - „პუტინის 13 მეგობარი", - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ. შეგახსენებთ, რომ 16 ტებერვალს რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევის გამო, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)