|
2018-02-16 21:55:43, 1584 ნახვა
სამხედრო
ბენ ჰოჯესი: იყიდეთ ისეთი იარაღი, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა გახდეთ
„იყიდეთ ისეთი იარაღი, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა გახდეთ“- ამის შესახებ, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა, „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა აქტიურად გრძელდება როგორც ნატოს, ასე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. "ჯერ ერთი, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ საქართველოს გვერდში ვუდგავართ და რომ მზად ვართ ასეთი მოქმედებისთვის, თუ ამის საჭიროება ოდესმე შეიქმნა. ასევე გვინდოდა იმის გარკვევა, თუ რა დრო დასჭირდებოდა გარკვეულ მოქმედებებს,”- განაცხადა გენერალმა. მისი აზრით, საქართველოს ზომისა და გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანას თავდაცვის სწორი კონცეფცია ჰქონდეს. „საქართველოს საჰაერო ძალების ან შეიარაღების დიდი სისტემების ქონა - რომლის შენახვაც ქვეყანას გაუჭირდება - არ სჭირდება. ამის ნაცვლად, მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ თავის დაცვა შეძლოს იქამდე, სანამ მეგობრები დასახმარებლად ჩავლენ”,- განაცხადა ჰოჯესმა. გენერალმა საქართველოს თავდაცვის კონცეფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ რუსეთის შესძლო თავდასხმის გამორიცხვა არ შეიძლება. “შარშან საქართველოსთან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ქვეყანას რუსეთის შესაძლო თავდასხვამზე - და მოგეხსენებათ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. როგორ შეიძლება ლანდშაფტის, იარაღის სისტემების, წინაღობების, ნაღმების და მსგავსი მეთოდების გამოყენება იმისთვის, რომ [რუსეთს] საკმარისი ტკივილი მიადგეს და საქართველო მისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს“,- განაცხადა ჰოჯესმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)