23:03 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 14:26:14, 941 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის სკოლის პანსიონს ეწვია

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად, დაბა შუახევის საჯარო სკოლის პანსიონი დაათვალიერა.

მერის პანსიონში არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნო, შეხვდა პედაგოგებსა და დამხმარე პერსონალს, გაესაუბრა პანსიონის მოსწავლეებს.

პანსიონი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიხსნა და სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.

შენობაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო სამზარეულო, სველი წერტილები, ექთნის და დამხმარე პერსონალის ოთახები.

პროექტის მიხედვით 100 მოსწავლეზე გათვლილ პანსიონში, ამჟამად 33 მოსწავლე ირიცხება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics