|
2018-02-16 14:03:07, 1784 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: 150 კომპანიას დღგ-ს ზედმეტობა უკვე დაუბრუნდა
"15 იანვრიდან დღემდე, დაახლოებით 150 კომპანიას უკვე დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დამუშავების პროცესშია კიდევ, დაახლოებით, 150 კომპანიის განაცხადი. „ესაა ოთხჯერ გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასულ წელს. ჩვენ თითოეულ რეფორმას განვიხილავთ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში. დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს. როგორც აღვნიშნეთ, დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური სისტემის ამოქმედებისთვის, მუშავდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, მანამდე, 15 იანვრიდან მოქმედებს დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებული და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა", - განაცხადა ბახტაძემ. მინისტრმა მეწარმეებს აქტივეობისკენ მოუწოდა. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)