|
2018-02-16 13:24:00, 1139 ნახვა
სამხედრო
იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდებიან და სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად, ლევან იზორია თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალ ილდირიმთან გამართულ შეხვედრასაც დაესწრება. კონფერენციის პარალელურად, დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკასტერთან და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან ფრანკ ბაკე-იენსენთან, სადაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უცხოელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაშია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, რომელიც კონფერენციის ფარგლებში მონტენეგროს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შეხვდება, ხოლო მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორებთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის პარტნიორობის საკითხებს განიხილავს. მიუნხენის კონფერენცია საქართველოს შესახებ სპეციალურ ღონისძიებასაც მასპინძლობს. ქართული პოლიტიკისა და ლიტერატურის საღამოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და კულტურისა და სპორტის მინისტრებთან ერთად დაესწრება. სამი დღის განმავლობაში, მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. 2018 წლის საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-თან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველ მთავარ გლობალურ ფორუმად ჩამოყალიბდა. ყოველი წლის თებერვალში კონფერენცია თავს უყრის 450-ზე მეტ მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მთელი მსოფლიოდან - სახელმწიფოს მეთაურებს, მინისტრებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მედიის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. (NS)
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)