|
2018-02-15 13:01:42, 1658 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება, სადაც სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მონაწილეობს. მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, სადაც ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ბერატ ალბარაიქსთან და კომპანია "ბიპის" რეგიონალურ პრეზიდენტთან გარი ჯონსთან. ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, შაჰინ მუსტაფაევთან, ამავე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრთან ფარვიზ შაჰბაზოვთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროს შევჩოვიჩთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური დესპანისა და კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელ სუე საარნიოსთან. სამხრეთის გაზის კორიდორით“ საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)