|
2018-02-15 12:03:24, 1654 ნახვა
ეკონომიკა
ISET-ის ლიდერებისა და მენეჯერების სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
ISET იწყებს მიღებას ლიდერებისა და მენეჯერების სასერტიფიკატო პროგრამაზე „Executive Leadership". ინგლისურენოვანი პროგრამა იმ მენეჯერებისა დამეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც კარიერული წინსვლა და საკუთრი პროფესიული წრის გაფართოება სურთ. პროგრამა 4 თვე გრძელდება და 4 თემატურ მოდულს აერთიანებს: ეკონომიკა; ფინანსები; მარკეტინგი; სტრატეგიული მართვა და ლიდერობა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც ოთხივე, ისე ცალკეული მოდულის არჩევა. „სტრატეგიული მართვისა და ლიდერობის" მოდული მარტში ჩატარდება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი. პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსებს სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან, მათ შორის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი და თიბისი ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო ეგაძე. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იმ უნარებს და თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ, რაც თანამედროვე ლიდერს გუნდის, კომპანიის ან ბიზნესის მართვისთვის სჭირდება. მოდულზე დასარეგისტრირებლად დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: ExecutiveLeadership@iset.ge პროგრამის ღირებულების ან მოდულების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ISET-ის ვებ-გვერდზე. პროგრამის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.
(R)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)