|
2018-02-15 00:10:47, 2454 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიიღო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მას ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად ბრძოლას გააგრძელებს. „დღეს, ამსტერდამში, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნამდვილი საბუთი გამიჩნდა , რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს. ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადმომცეს, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს. მთლიან პროცედურას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, მაგრამ მე, როგორც არასდროს, მტკიცედ ვარ განწყობილი, დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა“, - წერს სააკაშვილი. ამასთამ, ყოფილმა პრეზიდენტმა გაავრცელა ფოტო, რომელიც ნიდერლანდებში საზოგადოებრივ ტრანსპორტშია გადაღებული და მას ხელში საბუთი უკავია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)