18:12 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 20:27:53, 1829 ნახვა

საზოგადოება
„ეს არის სახელწიფო, რომელიც კლავს!“- „აუდიტორია 115“-ის აქცია პარლამენტთან გრძელდება

შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით "აუდიტორია 115"-ის აქცია-მსვლელობა საქართველოს პარლამენტთან გრძელდება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ბოლო 6 წლის სტატისტიკა საგანგაშოა და 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა.

როგორ „აუდიტორია 115“-ის წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში  უკვე რამდენიმე თვის განამვლონბაში განიხილება. თუმცა მისივე თქმით, რეალური შედეგის მომტანი ეს განხილვა არ არის.

„ იმის გამო რომ პარლამენტი უკვე რამდენი თვის განმავლობაში, საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევს, ისინი პერიოდულად განიხილავენ კანონპროექტს, თუმცა მისი განხილვა ამ მომენტისთვის შეჩერებულია. ქვეყნის  მასშტაბით უამრავი ადამიანი იღუპება, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი. მოვითხოვთ, რომ კანონპროექტს სათანადო ყურედღება მიაქციონ და რაც შეიძლება  სწრაფად შევიდეს ის ძალაში", - განაცხადა კუპრაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესი კანონპროექტის შეჩერებით სარგებელს იღებს.

„ არ არის დაწესებული ჯარიმები და ბიზნესს ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილას შრომის ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული“,- განაცხადა კუპრაძემ.

სტუდენტებს ასავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „არა მონურ შრომას“, „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“, „ბიზნესელიტა ჩვენი ჯანმრთელობით ვაჭრობს“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „მოვითხოვთ უსაფრთხო შრომას“.

პარლამენტთან ასამდე ადამიანია შეკრებილი.

აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics