|
2018-02-13 15:39:26, 939 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი მოქალაქეებს „ფონდი ქველმოქმედება“-დანაც უწევს დახმარებას
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა. მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია მოისმინა. ადგილობრივებმა მერს დახმარების გაწევა ძირითადად სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა შინაარსის საკითხების ირგვლივ სთხოვეს. ფრიდონ ფუტკარაძე მოქალაქეებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობის გაწევას დაპირდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მოქალაქეებს საქველმოქმედო ,,ფონდი ქველმოქმედება“-დანაც უწევს დახმარებას, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაფუძნებული. საქველმოქმედო ფონდის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების გატარება. მოქალაქეთა მიღებას მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძიძე ესწრებოდა.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)