|
2018-02-13 11:46:30, 1417 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „Agile Spirit“ შესაძლოა, საზღვაო კომპონენტი დაემატოს
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „Agile Spirit“ შესაძლოა, საზღვაო კომპონენტი დაემატოს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „სამხედრო სწავლებები სამხედრო მზადყოფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა ასეთი ბევრი იყო. პირველ რიგში, ეს არის „ღირსეული პატნიორი“ და „მტკიცე სული“ (agile spirit). თქვენ იხილეთ რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეებისა, ისე შეიარაღების, იყო აშკარად გაზრდილი წინა წლებთან შედარებით და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. განსაკუთრებით „მტკიცე სულის“ სწავლებების ფარგლებში, ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის თემა ბატონ ჯეიმს მატისთან (აშშ-ის თავდაცვის მდივანი) შეხვედრის დროს. ასე რომ ჩვენი ტენდენციები სამხედრო სწავლებების გაფართოების კუთხით მზარდია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)