|
2018-02-12 18:19:35, 2191 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეშ კოპაჩს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეშ კოპაჩს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში. აღნიშნული შეხვედრა პირველი იყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანდა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს თანამშრომლობა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან. ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება ენერგოსექტორში, რომლის მიზანსაც ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დაახლოება, ევროკავშირის ენერგობაზართან ინტეგრაცია და კონურენციის ზრდა წარმოადგენს, რაც დადებითად აისახება როგორც დარგის განვითარებაზე, ასევე ადგილობრივი მომხმარებლის კეთილდღეობაზე. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში გაღრმავდება და საქართველო ევროპის ენერგობაზრის სრულფასოვანი წევრი გახდება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე, გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია 2017 წლის ივლისიდან. აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროებისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სტატისტიკის მიმართულებებიც და საქართველო ამ მხრივაც მუშაობს ევროპული გამოცდილებისა და მიღწევების დანერგვის თვალსაზრისით. “ენერგეტიკული გაერთიანების“ (Energy Community) მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რომელიც ევროკავშირის დირექტივებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ქარტიის პრინციპებსეფუძნება და მის საბოლოო მიზანს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ეფექტიანი ინტეგრაცია წარმოადგენს. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)