|
2018-02-12 17:38:06, 2237 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით იგივე პოზიციაზეა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ვეტოს განხილვამდე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაცია ჯერ არ შემდგარა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტმა დიალოგზე უარი არასოდეს უნდა თქვას. იგი აღნიშნული თემის ირგვლივ მეტ დისკუსიას მიესალმება, თუმცა, აცხადებს, რომ თავად იგივე პოზიციაზე რჩება. კერძოდ, მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია: „ვეტოს განხილვამდე ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაცია არ შემდგარა, ამიტომ, ვფიქრობ, ასეთ საკითხებს ყოველთვის უფრო მეტად ეხმარება მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია და მეტი საუბარი. არასოდეს პარლამენტმა დიალოგის კარი არ უნდა მიხუროს და მივესალმები, რომ რამდენი შეხვედრაც იქნება საჭირო, იმდენი შეხვედრა და საუბარი შედგეს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გააზრებული იყოს. მე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმ პოზიცაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, იყო სრულიად შესაბამისი კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების. რაც შეეხება არის საჭირო, მიზანშეწონილი არის, არ არის, ან რაიმე სხვა პოზიცია, დამატებითი არგუმენტები მოვისმინოთ თუ არა, მოვისმინოთ, მე არ ვარ წინააღმდეგი და მზად ვარ, რამდენი შეხვედრაც იქნება ამ საკითხებზე ვისაუბროთ იქამდე, ვიდრე საბოლოოდ ვეტოს თაობაზე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. დღემდე მე სხვა ახალი არგუმენტი არ მომისმენია,არც შენიშვნებში არ არის სხვა, გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ. არაფერი კანონსასწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტების კუთხით და კონსტიტუციის პრინციპებთან მიმართებაში არ არის ცვლილებებში. აქ საუბარია იმაზე, უკეთესია თუ არა, მიზანშეწონილია თუ არა, მიზანშეწონილობის, ან უკეთესობის, ან სასურველობის ფორმატში, თუ კიდევ უნდა დაიგეგმოს შეხვედრა, დაიგეგმოს, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“,-განაცხადა ბესელიამ.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)