22:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-10 13:32:09, 2484 ნახვა

მსოფლიო
აფგან მუხთარლი ციხეში დროზე ადრე დააბრუნეს

თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ აფგან მუხთარლი ციხეში მოულოდნელად, დროზე ადრე დააბრუნეს.

როგორც მუსტაფაევა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნულის მიზეზი აზერბაიჯანული და ქართული მედიისთვის მიცემული ინტერვიუები გახდა.

"მუხთარლი დროზე ადრე, მოულოდნელად დააბრუნეს ციხეში, იმის გამო, რომ ქართულ და აზერბაიჯანულ მედიას ინტერვიუები მისცა. ტელეკოპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუს დროს მუხთარლიმ ყველაფერი თქვა: ილჰამ ალიევის და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზეც ისაუბრა, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინინისტრის და პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრალეულობასაც გაუსვა ხაზი. ორივე ქცეყნის ხელისუფლება დამნაშავეა მუხთარლის გატაცებასა და დაპატიმრებაში. როდემდე აპირებს აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლება სილაში თავის ჩარგვას?", - წელს ლეილა მუსტაფაევა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics