|
2018-02-09 11:18:30, 1773 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: პაატა ბურჭულაძე მზადაა, ყველა შეკითხვას უპასუხოს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საოპერო ვარსკვლავი და ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლი პაატა ბურჭულაძე ადვოკატთან ერთად მივიდა. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ბურჭულაძე მზადაა, მოსამართლის წინაშე გამოკითხვისას, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს. საქმე ეხება ფონდის საქმიანობას. ადვოკატის განცხადებით, "იავნანას“ საქმიანობა გამჭვირვალეა და არავითარი დარღვევა არ მომხდარა. ბარათაშვილის შეფასებით,გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურაში ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოკვლევა უნდა შეჩერდეს: “პაატა ბურჭულაძე მზად არის, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას . ვფიქრობ, დღევანდელი დღის შემდეგ ნათელი გახდება , რომ არავითარი დარღვევა ფონდ "იავნანაში" არ არსებობდა და არც დღეს არსებობს. ის, რომ გაფლანგვას, ან მითვისებას აქვს ადგილი გამომძიებლისგან არ გვსემნია და არც ბრალდება აქვს ვინმეს წაყენებული და ფაქტობრივად ასეთი ვითარებაა დღეს. ეს საქმე უნდა დაიხუროს, უნდა შეწყდეს და დღევანდელი დღე იქნება ერთ - ერთი სასიკეთო ნაბიჯი", - ამბობს სოსო ბარათაშვილი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)