|
2018-02-08 21:00:26, 1931 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ევროპული არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და ბიზანტიის იმპერიამ დავინახეთ რეგიონის განვითარების მომავალი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის და პარლამენტის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ პარლამენტის სპიკერს და დეპუტატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და ბერძნული მხარისგან ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში სრული მხარდაჭერა მიიღო. აღინიშნა, რომ ოკუპაცია, ეს საერთო ევროპული პრობლემაა, რომელსაც ერთიანი მიდგომა სჭირდება. როგორც შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთთან ვაგრძელებთ იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 15 საუკუნის წინ ჩამოყალიბდა ჩვენს ერებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ გეოპოლიტიკური ხედვა რეგიონის განვითარებასთან მიმართებაში. "საქართველოს ევროპული არჩევანი არ გაკეთებულა გუშინ, საქართველოს ევროპული არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და საბერძნეთმა - ბიზანტიის იმპერიამ ერთნაირად დავინახეთ მომავალი ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის განვითარების. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ ბერძნული მხრიდან. ჩემს ენაში სიტყვა ბერძნული და სიტყვა ბრძენი არის ერთი და იგივე - ბერძენი - ბრძენი. და მე ნამდვილად ვხედავ აქ დღეს კოლეგებში ბრძნულ პოლიტიკას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა პარლამენტებს შორის ურთიერთობების დინამიურ განვითარებას და პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერებას. ხაზი გაესვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ხაზი გაესვა იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელსაც საბერძნეთი ავლენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან სარგებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაციის შედეგად მიიღეს, აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნა საბერძნეთის პოზიტიური როლი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხში. შეხვედრაზე საბერძნეთის პარლამენტის სპიკერმა გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის უმაღლესი ჯილდო - "პერიკლეს ჯილდო" გადასცა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)