22:07 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 13:10:28, 913 ნახვა

რეგიონი
სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა შუახევში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომლები მუნიციპალიტეტების მერიებში სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

დღეს, სამინისტროს წარმომადგენლები შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ფრიდონ ფუტკარაძეს, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებსა და მერის რწმუნებულებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე ომარ ტაკიძეც ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ეფექტური და დროული დახმარების გაწევისათვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა.

დეპარტამეტის ხელმძღვანელმა - დალი ქიქავამ მერიის წარმომადგენლებს სამინისტრო 2018 წლის პროგრამა - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა“ წარუდგინა და სიახლეებზე ისაუბრა.

პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა.

პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics