|
2018-02-08 11:30:04, 1823 ნახვა
კომენტარი
ექიმი - დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზეა, საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ
„დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება“, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა. როგორც ქარცივაძემ აღნიშნა, დღეისთვის რაიმე გართულებას ადგილი აქ ჰქონია. „დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა, საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ. ვიტალური მაჩვენებლები სტაბილურია. დღევანდელი დღისთვის რაიმე გართულებას ან ახალ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. გრძელდება მკურნალობა, შეფასება, მდგომარეობის შესწავლა, ვნახოთ როგორ გაგრძელდება შემდეგ", - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)