|
2018-02-07 15:28:41, 1529 ნახვა
კომენტარი
მეზობელი: სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა
სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა, - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეზობელმა ქალბატონმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასროლის ხმა არ გაუგია. მისივე თქმით, გუგეშაშვილი მე-11 სართულზე თვითონ ჩავიდა და შველას ითხოვდა. "ლურჯი ქურთუკი ეცვა, ხოლო ხელში მოლურჯო გამჭვირვალე პარკი ეჭირა. ერთი ადამიანი იყო. სროლის ხმა არ გამიგია. ერთადერთი ყვირილი მესმოდა: მიშველეთ, მომიკლეს შვილი. დოდო ფეხშველა ჩამოვიდა მე-13 სართულიდან მე-11-ზე. სულ სისხლიანი იყო. ამ მამაკაცმა კიბეებზე ჩამოირბინა და გაიქცა. შუა ხნის, საშუალო აღნაგობის მამაკაცი იყო", - განაცხადა მეზობელმა. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)