|
2018-02-07 14:18:21, 1628 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი: პარლამენტის ყველა წევრის სირცხვილია, რომ დღეს ბავშვები შიმშილობენ
„სამშობლო მარტო მთები და გორები კი არ არის, სამშობლო ცოცხალი ადამიანებია, რომლებიც დღეს სულს ღაფავენ ამ ქვეყანაში და უკვე ტელევიზიით ეუბნებიან ხელისუფლებას - გვშია!“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანისი“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სიღარიბე ქვეყნის მთავარი გამოწვევაა და ხელისუფლებას ამ პრობლემის დასაძლევად, ეროვნული პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდა. „სიღარიბე არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ეს დარბაზი იმისთვისაა, რომ ჩვენ ვისაუბროთ ადამიანებისთვის მტკივნეულ თემებზე და ამ კანონებსაც ამიტომ ვიღებთ. მინდა გითხრათ, რომ ამ კანონების ცენტრში დგას ადამიანი. ფეხზე რომ ვდგავართ, ჰიმნს რომ ვუსმენთ და რომ ვმღერით გულში „ჩემი ხატია სამშობლო“, სამშობლო მარტო მთები და გორები კი არ არის, სამშობლო ცოცხალი ადამიანებია, რომლებიც დღეს სულს ღაფავენ ამ ქვეყანაში და უკვე ტელევიზიით ეუბნებიან ხელისუფლებას-გვშია! მე თქვენ გეკიტხებით დღეს, რომ დამთავრდება ჩვენი საპარლამენტო ვადა და სახლში მივალთ, ჩვენ შვილებს რას ვეტყვით, 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვისხედით პალამენტში და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ იმისათვის, რომ ფიზიკურად გადაგვერჩინა ჩვენი ერი. ამას ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ. საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის სირცხვილია, რომ დღეს ბავშვები შიმშილობენ“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)