22:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 13:15:29, 2054 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გაიხსნა.

დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით  ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", „მაუწყებლობის შესახებ" და „საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტებს.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics