00:32 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 15:36:55, 1572 ნახვა

სამართალი
ჩაბუქის ადვოკატი - ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ სასამართლომ არ სცნოს დასაშვებად პროკურატურის მოთხოვნა ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების თაობაზე.

ბარათაშვილის თქმით, თურქეთში ადამიანის უფლებების შესახებ, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვენბი გათვალისწინებული არ არის.

„არც იქნა ნახსენები, რომ მუქარას აქვს ადგილი ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. სწორედ ამიტომ, ოჯახის წევრები ჩართული არიან დაცვის სპეციალურ პროგრამაში. წარმოდგენილია მოსაზრება სახალხო დამცველის, სასამართლოს მეგობრის, არასამთავრობო ორგანიზაციების. ვფიქრობ ამ მიზეზის გამო გადაიდო სხდომა. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics