17:00 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 14:50:25, 1569 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: წიაღისეულის შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაცია შესაძლებელია, უფასოდ გაიცეს

„ჩვენ დღეს სამუშაო შეხვედრა გავმართეთ კერძო სექტორთან, რომელსაც გავაცანით როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი რეფორმები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი წიაღის სექტორში", - ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის სექტორის ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ფონდებში დაცული წიაღისეულის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა უფასოდ გაიცეს, რაც ბიზნესის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს. 
 
„ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ წიაღისეულის მოპოვების ნაწილში. მთავრობის წინა სხდომაზე მიღებული ცვლილებების თანახმად,  წიაღისეულის შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაცია დაინტერესებულ პირებზე შესაძლებელია, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე გაიცეს. ცოტა ხანში აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული სახით ვებგვერდზე, სადაც მომხმარებელი, ინვესტორი შეძლებს გაფილტროს ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კონკრეტული წიაღისეულის დასახელების თუ ნაირსახეობის მიხედვით. ეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს ბიზნესს შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი გადაწყვეტილებები და განსაზღვროს საინვესტიციო მიმართულებები," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics