|
2018-02-06 11:56:15, 2703 ნახვა
მსოფლიო
მალდივის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
მალდივის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პოლიტიკური კრიზისი პირველ თებერვალს დაიწყო, როცა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ ნაშიდისა და კიდევ რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გააუქმა. მათ ბრალად ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა ედებოდათ. სასამართლოს გადაწყვეტილბას, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ეწინააღმდეგება და 15 დღის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალოვნებს პოლიტიკური კრიზისის დროს, ქვეყანაში ეჭვმიტანილების დაკავების დამატებით უფლებამოსილებას აძლევს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთ საათში მალდივებზე ექსპრეზიდენტი აბდულ გაი უმი დააკავეს. რომელიც ახლანდელი პრეზიდენტის აბდულა იამინის ნახევარძმაა. სამართალდამცველებმა ასევე უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე დააპატიმრეს. თუ რა ბრალდებები აქვთ წაყენებული დაკავებულებს, ამ დრომდე უცნობია. 3 თებერვალს მალდივების პარლამენტმა უსაფრთხოების მიზნით დროებით მუშაობა შეაჩერა. ქვეყანაში პრეზიდენტის მომხრეების და მოწინააღმდეგეების მიტინგები გაიმართა. მალდივის კუნძულებზე დისლოცირებულ სამხედროებს ქვეყნის დედაქალაქ მალეში დაბრუნება უბრძანეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)