21:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 20:58:41, 1802 ნახვა

კომენტარი
კახა კოჟორიძე: მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ შსს კამპანიას #არაჩადებას! შეუერთდა

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძის შეფასებით, პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა აქციას #არაჩადებას!

მისი თქმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სამინისტრო არნიშნული პრობლემის არსებობას აღიარებს. კოჟორიძის აზრით, აღიარება არის პირველი ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად:

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ცხადია, მიესალმება ამ კამპანიას #არაჩადებას!, ვუერთდებით ამ კამპანიას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ კამპანიისადმი შეერთებას, ვფიქრობ, ეს პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ეს გარკვეულწილად  შეიძლება ნიშნავდეს სამინისტროს მხრიდან ამ პრობლემის არსებობის აღიარებას და აღიარება არის პირველი ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად. შესაბამისად, ეს მხოლოდ პოზიტიურ რეაქციას იმსახურებს“,-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics