07:54 - 19 Aug, 2026
|
2018-02-03 16:57:36, 2143 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ცუდია, რომ პრეზიდენტმა დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს
ცუდია, რომ მან დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, ცვლილებებზე ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს და მას საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაეცნობა. „ცუდია, რომ მან დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, რადგან ფრაქცია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ჩვენ მას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ უკვე საზოგადოებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. გირგვლიანის შესწორებები 2012 წელს მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს უნდა ეფუძნებოდეს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან უნდა გათავისუფლდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)