|
2018-02-02 19:06:11, 1698 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია მმართველი გუნდის განცხადებებზე: ეს არის გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტისადმი, რომ იყოს მორჩილი
საპარლამენტო უმცირესობა მმართველი გუნდის წევრების მიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებად აფასებს. "„ქართული ოცნებისა“ და მათი ხელმძღვანელების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ დამოკიდებულებას, არა კონკრეტულად მარგველაშვილთან, არამედ ინსტიტუტის მიმართ. წლების განმავლობაში მმართველი გუნდი ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტს ზიანი მიაყენოს. დაწყებული იმით რომ გააუქმოს არჩევითობა, დამთავრებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინსიტუტის დასუსტების მცდელობით. ეს არის გამოვლინება ანტი-საპრეზიდენტო ინსტიტუტის გამოვლინებისა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ჩამოყალიბდა", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდის ასეთი დამოკიდებულება გიორგი მარგველაშვილის მიმართ, მომავალი პრეზიდენტისადმი გაფრთხილებაა. "ეს არის პრეზიდენტის მორიგი შანტაჟი, დაშინება, რომ მან არ გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, თუნდაც შეწყალების ან ვეტოს უფლება. ეს არის მორიგი მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებისა. პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და ეს არის გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტისადმი, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს თვითნებობას, თავნებობას და პრეზიდენტმა არ უნდა შეუშალოს ხელი მათ არაკანონიერი პოლიტიკის წარმოებაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)