|
2018-02-02 18:41:20, 1683 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: მარგველაშვილმა უღალატა იმ გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა
„ამ განცხადებით მარგველაშვილი ცდილობს თავად აიმაღლოს რეიტინგი, რომელიც მაღალი არ არის“, - ასე შეაფასა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით. უმრავლესობის წევრის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტის დაკავება მმართველი გუნდის მხარდაჭრის წყალობით მოახერხა. "მან ყველაზე კარგად იცის ამ ქვეყანაში - რომ არა ხელისუფლების და სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერა, მისი რეიტინგი იქნებოდა ძალიან დაბალი და ის საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. მან სამწუხაროდ უღალატა იმ გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა. მარგველაშვილის შავი პიარი ნამდვილად არ სჭირდება "ქართულ ოცნებას", იმიტომ რომ მარგველაშვილი შეუძლებელია იყოს "ქართული ოცნების" წარმოდგენილი კანდიდატის კონკურენტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)