|
2018-02-02 17:19:16, 1864 ნახვა
კომენტარი
კალაძე: სადებატო არაფერი აქვთ, „ენმ“ არის წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პარტია
სადებატო არაფერი აქვთ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ღია დებატებს ითხოვენ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის გენგეგმის შეფასებაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. "მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე პირადად, მთავრობის სხდომაზე განცხადება გავაკეთე და მივმართე მათ და არა მხოლოდ მათ, ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს გენერალური გეგმის შეფასებაში, წარმოადგინონ ერთი ადამიანი, ვინც კომპეტენტურია, თუ არ არის, არაუშავს, ჩვენ მივცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, რომელიც „სითი ინსტიტუტს“ აქვს მოწოდებული და კითხვა დღეს ყველას შეუძლია და ალბათ, აქვთ იმის გონივრული შესაძლებლობა, რომ გაანალიზონ, რა დოკუმენტია მოწოდებული", - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობი" დედაქალაქის გენერალური გეგმის ხელახლა გადახედვას ითხოვს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)