06:58 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 13:39:05, 1594 ნახვა

კომენტარი
გახარია: პოლიცია სკოლების ირგვლივ აქტიურ პატრულირებას ახორციელებს და ამას თავისი შედეგი აქვს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს უფრო აქტიურ პატრულირებას სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 5 თებერვალს გაიმართება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც შსს კონკრეტულ რეფორმებს წარადგენს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს იმ გეგმას, რაც დაპირდა წინა სამწუხარო შემთხვევის დროს. შემიძლია დაგპატიჟოთ 5 თებერვალს, შედგება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული რეფორმები. დღეს რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის, რომ საპატრულო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს უფრო აქტიურ პატრულირებას სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს, მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომელიც მაინც ხდება”, - განაცხადა შს მინისტრმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics