|
2018-02-01 16:34:46, 2470 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგში, ყაჩაღობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, დაკავებისას დაიჭრა
სანქტ-პეტერბურგში სამართალდამცველებმა საიუველირო სალონის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ DP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საიუველირო სალონ "ადამსზე" თავდასხმა გუშინ ადგილობრივი დროით 19:30 საათზე განხორციელდა. თავდამსხმელები ნიღბებში იყვნენ და მათ იარაღი ჰქონდათ. სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი და გამყიდველი დააბა, რის შემდეგაც სალონიდან 60 მილიონი რუბლის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. მედიის ცნობით, პოლიცია თავდამსხმელებს დაედევნა, რა დროსაც ორმხრივი სროლა დაიწყო. სროლის დროს ორი ბორტმოქმედი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე 45 წლის ვალერი მელნიკოვი. ასევე დაიჭრა ერთი პოლიციელი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესამე დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. სააგენტო წერს, რომ სხვა თავდამსხმელები აზერბაიჯანისა და დაღესტანის მოქალაქეები არიან. სამარღალდამცველებმა დამნაშავეების ავტომობილიდან ნაქურდალი ნივთები ამოიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)