|
2018-01-31 14:58:38, 2289 ნახვა
ეკონომიკა
ფხაკაძე: კარგია, რომ პრემიერი ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებს ობიექტურად უყურებს
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი/ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც კერძო სექტორს აწუხებს, ასევე ისაუბრეს იმ დადებით მხარეებზეც, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა. სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრისგან არის მზაობა, აღნიშნული გამოწვევები გადაიჭრას. „მიხარია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზენტაცია და სურვილი გამოთქვა, მომავალ წელსაც ასეთი პრეზენტაცია გავაკეთოთ. ეს იქნება ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს შორის კომუნიკაციის გააქტიურებას. საბოლოო ჯამში, ეს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერაზე, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერის დასრულებაზე. წლის ბოლოს მოხდა საპენსიო რეფორმის ინიცირება, ჩაითვალა, რომ ეს მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება. ასევე იყო საუბარი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე. კარგია, რომ არის მზაობა პრემიერის და ხელისუფლებისგან, რომ ამ გამოწვევებს უყურებენ ობიექტურად. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა კარგი მომავალი შეიქმნას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ პრობლემები ძირითადად ეროვნულ ვალუტას და საკანონმდებლო სისტემის უფრო მეტ სტაბილურობას უკავშირდება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)