|
2018-01-31 14:53:58, 1674 ნახვა
კომენტარი
გიორგი ტყემალაძე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე: ეს არასდროს ყოფილა პრობლემა და არც ახლა იქნება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ეხმაურება. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, მომხდარის გამომწვევის მიზეზების დადგენა პირველ რიგში მმართველი გუნდის ინტერესში შედის. „მას შემდეგ, რაც მოხდება მიზეზების დადგენა, თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, ის უმკაცრესად დაისჯება. რაც შეეხება საკრებულოში ამ საკითხის განხილვას, ეს არასდროს ყოფილა პრობლემა და არც ახლა იქნება. მოგეხსენებათ, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა საკითხის ფრაქციის ფორმატში, ხოლო მეორე ნაწილმა საკრებულოს სხდომაზე განხილვა მოითხოვა. რა ფორმატში იქნება საკითხი განხილული, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ და უახლოეს დღეებში მოგახსენებთ“, - განაცხადა ტყემალაძემ. ცნობისთვის, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარ ინციდენტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღეს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ და ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისის“ თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა მოითხოვეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)