|
2018-01-31 14:18:51, 2489 ნახვა
მსოფლიო
Time-მა სააკაშვილი ძებნილი პოლიტიკური ფიგურების ხუთეულში შეიყვანა
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მსოფლიოს 2018 წლის ხუთი "ყველაზე ძებნილი" პოლიტიკოსის სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც არის შეყვანილი. როგორც გამოცემა წერს, სააკაშვილმა გაქცევა მაშინაც კი, მოახერხა, როდესაც სამართალდამცველებმა ის სახლის სახურავზე დააკავეს. "დასავლეთში განათლების მიღების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ხავერდოვანი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ამის შემდეგ მან საქართელოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა (2004-2013 წლებში). ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გაფლანგვაში ბრალდებების ფონზე მან თანამდებობა დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 2015 წელს სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსგან ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო, რათა ოლქში საჭირო რეფორმები ჩაეტარებინა. მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. გასული წლის დეკემბერში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ცდილობს სააკაშვილი კიევში პოლიციისგან გაქცევას სახურავზე. ამის მიუხედავად პოლიციამ ის დააკავა, თუმცა მხარდამჭერებმა ის ავტომობილი სადაც სააკაშვილი იჯდა ალყაში მოაქციეს და მისი გათავისუფლება შეძლეს", - წერს Time. ცნობისთვის, სიაში ასევე: კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, Wikileaks-ის დაფმუძნებელი ჯულიან ასანჟი, მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი და კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაჯი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)