|
2015-05-13 22:48:16, 1000 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის კურსის ყოველდღიური ცვლილების მართვა მთავრობას არ შეუძლია
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის დასტაბილურება მოხდება და ტენდენცია პოზიტიური ზაფხულის პერიოდში გამოიხატება. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს აქტიურად იყენებს და სავალუტო სტაბილიზაციის მისაღწევად ბევრი მიმართულებით მუშაობს. „ყოველდღიური კურსის ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება, რომ ხელით მართოს. ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ვიყენებთ. ამისთვის არის სწორედ EBRD-ს წლიური შეხვედრა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მაქსიმალურად, ყველასთვის გაცნობისათვის. აუცილებლად მოხდება დასტაბილურება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ გამორიცხავს რხევებს ორივე მიმართულებით, რასაც დღეს ადგილი აქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)