16:57 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 11:36:26, 1882 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი ბიზნესმენებს მოუწოდებს, ირაკლი ლექვინაძესთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად გახსნილები იყვნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გამჭვირვალე ბიუჯეტის ინდექსში ხუთეულშია შესული.

როგორც კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებთან მიმდინარე შეხვედრაზე აღნიშნა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ფინანსთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი.

პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს წარმატებული 2018 წელი უსურვა და აღნიშნა, რომ უფრო მოსასმენად არის მისული.

„წელს პირველად ვხვდებით. მინდა გისურვოთ წარმატებული 2018 წელი. მე დღეს მოსასმენად ვარ მოსული. მზად ვარ, მოვისმინო პრეზენტაცია და შემდეგ აჯობებს მსჯელობა.მთლიანობაში საკმაოდ დაგეგმილად წარიმართა პროცესები. ექსპორტის წილი გაიზარდა, სუვერენული ბალანსი გაჯანსაღდა, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსში ხუთეულში შევედით, სწორედ ამიტომ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანვე ბიზნესასოციაციის წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე წარუდგინა. კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს მოუწოდა, მასთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად გულწრფელები და გახსნილები იყვნენ.

„ირალი ლექვინაძეს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში“, - დასძინა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics