|
2018-01-30 20:24:36, 2295 ნახვა
მსოფლიო
ლუცენკოს თქმით, სააკაშვილსა და კურჩენკოს შორის სატელეფონო საუბრის ხმების ავთენტურობა დამტკიცებულია
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს კავშირებზე გამოძიება გრძელდება. ამის შესახებ ლუცენკომ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ლუცენკოს თქმით მიხეილ სააკაშვილსა და მოსკოვში გაქცეულ ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს შორის სატელეფონო საუბრის ხმების ავთენტურობა დამტკიცებულია , ხოლო თუ რა იქნება შემდეგ, გამომძიებლებზე, პროკურორებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „გამოძიება გრძელდება. თუმცა პირველი სიგნალი არის. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სააკაშვილისა და კურჩენკოს სატელეფონო საუბრის ხმები ავთენტურია. თუ რა იქნება შემდეგ, გამომძიებლებზე, პროკურორებზე და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ლუცენკომ. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სააკაშვილსა და კურჩენკოს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ლუცენკომ მაშინ განაცხადა, რომ სააკაშვილმა კურჩენკოსგან 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო უკრაინის პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციების ჩასატარებლად. აღნიშნულ საქმეზე, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)