|
2018-01-30 17:26:18, 2773 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში 8 თვის ბავშვი ბიძაშვილმა გააუპატიურა
ინდოეთის დედაქალაქ დელიში 8 თვის ჩვილი საკუთარმა ბიძაშვილმა გააუპატიურა. BBC-ის ინფორმაციით, 8 თვის გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველებმა მედიას განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მათ 28 წლის ბრალდებული დააკავეს. „ქალთა კომისიის“ თავმჯდომარემ სვატი მალივალმა დაზარალებული ჩვილი საავადმყოფოში მოინახულა და განაცხადა, რომ ის „საშინელ“ მდგომარეობაშია. „გოგონა საავადმყოფოში ინტენსიური ზრუნვის ქვეშ იმყოფება, შინაგანი ორგანოები კი საშინლად დაზიანებული აქვს“,- განაცხადა მალივალმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი კვირას მოხდა, თუმცა მედიისთვის ცნობილი ორშაბათს გახდა. უფლებადამცველთა ნაწილი პრემიერმინისტრს მიმართავს და პედოფილიის დანაშაულის გამო, კანონის გამკაცრებას მოითხოვს. მსგავსი საზარელი შემთხვევა 2016 წელსაც მოხდა, როდესაც მეზობელმა დედის გვერდით მწოლიარე 11 თვის ბავშვი გაიტაცა და გააუპატიურა, 2015 წელს კი გაუპატიურების მსხვერპლი 3 თვის ჩვილი გახდა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ბავშვების და ქალების გაუპატიურების სტატისტიკა ძალიან მაღალია. ქვეყანაში, ყოველ 26 წუთში, ერთ არასრულწლოვანს აუპატიურებენ და 2016 წლიდან დღემდე 19,765 ბავშვი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)