11:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 12:12:38, 1756 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოყვება და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ იმყოფებოდა, სადაც მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 11 ადამიანი დაშავდა.  

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, გვყავს 11 დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. ველოდებით კრიმინალისტებს, რათა მოხდეს შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად.  ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად, მშენებლობებს, მის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის აგვისტოში დასრულდა, მისი ექსპლუატაციაში მიღება კი, სექტემბერში მოხდა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics