|
2018-01-29 17:21:50, 1652 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი: თორნტონს არ „ევასება“ ტრამპი, მაგრამ ამან ჩრდილი არ უნდა მიაყენოს ჩვენ ურთიერთობებს
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილის NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ იცის საქართველო სად მდებარეობს. ინაშვილის შეფასებით, თორნტონის კომენტარი უხერხული და არადიპლომატიურია. "მართლაც უხერხული კომენტარია. რბილად, რომ ვთქვათ არადიპლომატიური, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ბატონმა ტრამპმა გადასარევად იცის სად მდებარეობს საქართველო და ის, რომ ქალბატონ ლორას არ ევასება ტრამპი ვიცით, მაგრამ ამან ჩრდილი არ უნდა მიაყენოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. შეგახსენებთ, ლორა თორნტონი "იმედთან" ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას, რომელიც კვლევაში სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შედარებას ეხებოდა,სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ამგვარად ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - წერს ლორა თორნტონი Facebook-ზე. ამ განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა სთხოვა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)