23:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-28 11:03:40, 2365 ნახვა

მსოფლიო
კვიპროსზე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

კვიპროსზე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დასაკავებლად ცხრა კანდიდატი იბრძვის. 

მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი, მმართველი პარტიის ლიდერი ნიკოს ანასტასიადისი, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი სტავროს მალასი და  ნიკოლას პაპადოპულოსი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შვილია. 

პოლიტოლოგების პროგნოზითა და სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, კენჭისყრის პირველ ტურში 50%-ზე მეტი მოქალაქის მხარდაჭერას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს და მეორე ტური დაინიშნება.

არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი. კვიპროსის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. ეს ამ ქვეყნის ჩამოყალიბებიდან მე-13 საპრეზიდენტო არჩევნებია.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics