|
2018-01-26 18:16:13, 1708 ნახვა
კომენტარი
„სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი: მზად ვართ, ყველას მივაწოდოთ დოკუმენტაცია ამ საქმეზეც და კარტელზეც
კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორი გიორგი შარაშიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი უკვე მესამედ დაბარება კარტელურ გარიგებებზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. „ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს. რამენაირად ყურადღება გადაიტანონ იმ ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული მათვის საქმიდან, რარომელიც ეხება კარტერულ გარიგებებს. რომელზეც დაიწყო სამართლებრივი მოკვლევა და როგორცკი მოკვლევა დიწყო, იმდღესვე დამიბარეს დაკითხვაზე. ჩვენ მზად ვართ იმისთვის რომ ყველას მივაწოდოთ ყველანაირი დოკუმენტაცია ამ საქმეზეც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარტელზეც“- განაცხადა გიორგი შარაშიძემ. ამასთან, შარაშენიძემ ბიზნესომბუსმენს მიმართა და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. საქმე ეხება, გარკვეული პირობების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემას. შეგახსენებთ, რომ რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე განმარტებაც გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)