|
2018-01-26 17:59:19, 993 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტო ახალ პროგრამას იწყებს
აჭარის დასაქმების სააგენტო ახალი პროგრამას - ,,პრფესიულ მამზადება/გადამზადებას’’ იწყებს. დღეს დასაქმების სააგენტოს დირექტორმა სააგენტოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული აქტივობები განიხილეს. პროგრამა მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგელბში მომზადდება 80 და გადამზადდება 25 მოქალაქე. პროგრამით სარგებლობა შეუძლია: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ, პროფესიული მომზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს; 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ პროფესიული გადამზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება კონკრეტულ პროფესიაში. პროფესიული მომზადება მოხდება შემდეგ პროფესიებში: დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი; მიღება-განთავსების სპეციალისტი; ფილამწყობი; ბართენდერი; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე; რესტორნის სერვის მენეჯერი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; მზარეული; მებათქაშე; სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი; სარესტორნო საქმისმწარმოებელი; შემდუღებელი პროფესიული გადამზადება: დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი; მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი; მზარეული; ამწის მემანქანე. შემდუღებელი საბუთების მიღება 29 იანვარს დაიწყება. პროგრამაში ჩართვის მსურველი პირი უნდა დარეგისტრირდეს დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს პროფესული მომზადება/გადამზადების განაცხადის ფორმა. რეგისტრაციისას მოქალაქემ უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (აუცილებელია), პროფესიის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში - გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლეთა შერჩევა მოხდება კონკურსის გზით.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)