|
2018-01-26 16:25:39, 1717 ნახვა
კომენტარი
ნათია კაპანაძე: საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის ბიუჯეტი უკვე 4 წელია, არასწორად ნაწილდება
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების ნამდვილი საჭიროებები გამოკვლეული არ არის. მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის ბიუჯეტი უკვე 4 წელია, არასწორად ნაწილდება. "ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაკლია ის, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო მასში ჩართული არ ყოფილა. მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ არ არის გამოკვლეული საზოგადოებრივი მაუწყებლების ნამდვილი საჭიროებები. აჭარის შენთხვევაში ეს არის შენობა, რომელიც დღეისთვის არ გააჩია, შრომის უსაფრთხოება და ბიუჯეტი, რომელიც საზოგაოებრივ მაუწყებლებს შორის უკვე 4 წელია არასწორად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ნაწილდება. ვფიქრობ, რომ ამ გამოკვლევის შემდეგ პარლამენტა უნდა მიიღოს შესაბამი გადაწყვეტილებები და კანონში ცვლილებები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს. დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარება კიდევ ერთხელ ვისაუბრობთ თუ რა საჭიროებების წინაშე დგანან საზოგადოებრივი მაუწყებლები, და უნდა დავსვათ მთავარი კითხვა - როგორი საზოგადოებრივი არხები სჭირდება ქვეყანას და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის",- განაცხადა ნათია კაპანაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი და ერთადერთი განსახილველი საკითხი "მაუწყებლობის შესახებ" კანონია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)