|
2018-01-26 15:40:26, 1846 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ ხუზმიაშვილი: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მაინც ისე შევა ძალაში, როგორც ხელისუფლებას უნდა
ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახტანგ ხუზმიაშვილი მიიჩნევს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტი ძალაში მაინც იმ ფორმით შევა, რა ფორმითაც ხელისუფლებას სურს. როგორც ხუზმიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზმაუმ კერძო ტელეკომპანიებს ხელი არ უნდა შეუშალოს. "ეს კანონპროექტი მაინც ისე გავა, როგორც ხელისუფლებას უნდა, რაც ძალიან ცუდია. უპრიანი იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის 50 მილიონი დახარჯოს გონივრულად, რაც აქვთ და ხელი არ შეუშალონ დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს ნორმალურ ფუნქციონირებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემ ტელეკომპანიაში შემოვიდეს რეკლამა და ხელი არ შეგვიშალოს. ისედაც არ არის ბაზარზე ბევრი რეკლამა, ჩვენ გვართმევენ მუშაობის საშუალებას",- განაცხადა "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა. ცნობისთვის, პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი და ერთადერთი განსახილველი საკითხი "მაუწყებლობის შესახებ" კანონია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)